მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ინტერი” დაუმარცხებელი არაა, გვინდა კიეზას გამარჯვება მივუძღვნათ”

კიელინი: “ინტერი” დაუმარცხებელი არაა, გვინდა კიეზას გამარჯვება მივუძღვნათ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, „ინტერი“ დაუმარცხებელი გუნდი არ არის და იმედოვნა, რომ ფედერიკო კიეზას გამარჯვებას მიუძღვნიან.

„ჩვენს გზაზე ბალანსი უნდა გვქონდეს, კვირას მოპოვებული გამარჯვება ადრენალინს გვაძლევს, მაგრამ საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ მენტალურად ამ სეზონში არ ვიყავით კარგები, მაგრამ ეს ფინალია. ტიტულისთვის დიდი თავმდაბლობით ვითამაშებთ, ვიცით, რომ დიდ გუნდს ვხვდებით, მაგრამ შეგვიძლია თამაში, მოგება და ისიც ვიცით, რომ წაგებაც შესაძოა, მაშინაც კი, როცა ფავორიტები ვიყავით.

„ინტერი“ ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი გუნდია, ფრთხილად და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. სტანდარტებზე ის გუნდია, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. თავდაჯერებულები არიან, მაგრამ ერთჯერად მატჩებში დაუმარცხებლები არ არიან. კარგად ვართ, თითქმის ყველანი, ხელმისაწვდომი არიან ფედერიკოს გარდა. მისი არყოფნა მთელი იტალიური ფეხბურთისთვის დიდი დარტყმა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ მას გამარჯვებას მივუძღვნით.

დე ლიხტის და კუადრადოს დისკვალიფიკაცია? ჩემი აზრით, არასწორია სერია A-ში ყვითელი და წითელი ბარათების გამო სუპერთასის ფინალის გამოტოვება. ეს ლოგიკური არაა და იმედია, ვისაც ეს ევალება, მომავალში წესებს შეცვლის.

მე კარგად ვარ, ბოლო დღეებში სტაბილურად ვვარჯიშობდი. არ ვართ ხვალ ფავორიტები, მაგრამ არც თასის ფინალში „ატალანტასთან“ ვიყავით, ეპიზოდებს შეუძლია პროგნოზების შეცვლა. სამწუხაროა, რომ „სან სირო“ ბოლომდე არ გაივსება, მაგრამ სიტუაციას უნდა მოვერგოთ და პრიორიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობაა.

როგორია აუტსაიდერის რანგში მატჩისთვის მზადება? ასე იყო შარშან „ატალანტასთან“ ფინალში, არ ვიყავით ფავორიტები. ცხადია, მითუმეტეს „ინტერთან“ არ ვართ, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდება. ჩვენ შეგვიძლია იმ გუნდთან თამაში, რომელიც შარშან ჩემპიონი გახდა და ალბათ, წელსაც გახდება.

კიეზას მაშინვე ველაპარაკეთ, მივხვდით ტრავმის სიმძიმეს. მასთან ახლოს ვართ, როგორც უფროსი ძმები, პირველ დღეებში ყველაფერი ძალიან უცნაურია, ყველაზე უარესი კი მაშინ იწყება, როცა დაბრუნებას აპირებ, სხეულის ცვლილებასთან ადაპტაცია კი მარტივი არ არის.

„ინტერს“ ასეთ ძლიერს თუ ველოდი? ჰკითხეთ ბასტონის, მას ოქტომბერში ვუთხარი, რომ ჩემპიონობის დაკარგვა მხოლოდ მათ შეეძლოთ. შემადგენლობისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით არ მიკვირს. რონალდუს დაკარგვა მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ის პრობლემებს ფარავდა. როდესაც მას გოლები გაჰქონდა, ყველაფერი ადვილი ხდებოდა. ჩვენ შარშანდელი გუნდი გვყავს, პლუს ლოკატელი და კინი, მინუს რონალდუ. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ შრომით შედეგის მიღწევა შესაძლებელია“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …