მთავარი / სიახლეები / იტალიელი პროფესორი: “კიეზა ძველ ფორმაში დაბრუნდება, მაგრამ ამას 6-8 თვე დასჭირდება”

იტალიელი პროფესორი: “კიეზა ძველ ფორმაში დაბრუნდება, მაგრამ ამას 6-8 თვე დასჭირდება”

ტურინის ჰოსპიტალის პროფესორმა ფაბრიციო ტენკონემ ფედერიკო კიეზას ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იტალიელ ფეხბურთელს სრულად გამოსაჯანმრთელებლად 6-8 თვე დასჭირდება, მაგრამ თუ რეაბლიტაციის პერიოდი კარგად წარიმართება, იმავე ფორმაში და დონეზე დაბრუნდება, რომელშიც ტრავმის მიღებამდე იყო.

– პროფესორო, რა იქნება ახლა?

– კიეზას ოპერაციას გაუკეთებენ ჯვარედინი მყესების რეკონსტრუქციისთვის, როგორც იცით, ეს არის „იზოლირებული“ დაზიანება, ეს ნიშნავს, რომ სხვა დაზიანება არ ყოფილა და ეს კარგია. გამახნევებელია ის ფაქტიც, რომ კიეზა ახალგაზრდაა, მაგრამ არც ისე ძალიან ახალგაზრდა. წარსული გამოცდილებიდან აღმოვაჩინეთ, რომ ტრავმის რეციდივის რისკი უფრო მაღალია 20 წლამდე ასაკში. უფრო ასაკოვნებში რეციდივის შანსი უფრო დაბალია.

– ამბობენ, რომ გამოჯანმრთელების პერიოდი მინიმუმ 6 თვეა, ეთანხმებით?

– აღდგენის ზუსტი პერიოდი როგორც წესი არავინ იცის. 6, 7, 8 თვეა. კვირების დათვლას აზრი არ აქვს. მთავარია, არ იჩქაროთ და შეამციროთ ან სულაც გამორიცხოთ ტრავმის გამიზეზების საფრთხე. თუმცა, დიახ, ადრინდელი გამოცდილება გვეუბნება, რომ მისი დაბრუნება მომდევნო სეზონის წინ არის მოსალოდნელი.

– რა სამუშაოს ითვალისწინებს ოპერაციის შემდგომი პროგრამა?

– კიეზას მოუწევს მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება და სასარგებლო ფიზიოთერაპია, რათა შეინარჩუნოს კუნთების ტონუსი და თვისებები, რომელიც აქვს, არ დაიკარგოს პირველ კვირებში. პირველი დიდი ნაბიჯი: როცა ხელჯოხებს მოიხსნის, კარგად უნდა იაროს ამას ჩვეულებრივ 3-4 კვირა სჭირდება. დაახლოებით 3 თვე დასჭირდება სარბენ ბილიკზე სავარჯიშოდ, მაგრამ ზუსტ დროზე საუბარი მიზანშეწონილი მაინც არ არის. სრულად გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ, მინიმუმ 6-8 თვე დასჭირდება. თუ რეაბილიტაციას კარგად გაივლის და კარგი იქნება, ფეხბურთელს შეუძლია დაბრუნდეს იმ ფორმაში, რომელშიც ტრავმამდე იყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …