მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კიეზას დანაკლისის შესავსებად ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ”

ალეგრი: “კიეზას დანაკლისის შესავსებად ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფედერიკო კიეზა დიდი დანაკლისია და მის არყოფნაში ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ.

„შემადგენლობასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენა ჯერ კიდევ არ მაქვს. ბონუჩი გამოჯანმრთელდა, ის ხელმისაწვდომი იქნება. დანილო ცოტა უკანაა და იმედია მომდევნო კვირაში შეძლებს ჩვენს დახმარებას, ან შესვენების შემდეგ ნამდვილად. პერინი ითამაშებს, რადგან შჩესნიმ მესამე აცრა ბოლოს გაიკეთა და პროტოკლს ვიცავთ. მას ჯერ კიდევ არ აქვს, სუპერ საშვი.

გამაოცა რუგანის შესახებ მოსაზრებებმა, რადგან „რომასთან“ ის საუკეთესოთა შორის იყო. დიბალას სიტუაცია უნდა შევაფასო, დიდი ხანია ამდენი მატჩი ერთად არ ჩაუტარებია, თან „ოლიმპიკოზე“ ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. იტალიის უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით და შესანიშნავი თამაში იქნება. ნებისმიერმა შედეგმა, რომელიც დაფიქსირდება, ჩვენს გზაზე არ უნდა იმოქმედოს, იგივე ენთუზიაზმით უნდა ვიაროთ ჩვენს გზაზე.

კიეზას თამაშის შემდეგ ველაპარაკე და გუშინ დილით. ვწუხვარ მის გამო და იტალიური ფეხბურთის გამო. ასეთი რაღაცები ხდება და მშვიდად ყოფნაა საჭირო. ამ დანაკლისის შესავსებად ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. სატრანსფერო ბაზარი? ეს არის გუნდი და არ შეიცვლება. მერე ვნახოთ, რა მოხდება. გვყავს კაიო ჟორჟე, კულუშევსკი და საჭიროების შემთხვევაში კუადრადოს შეტევაში აწევა შეგვიძლია.

ალექს სანდრო ბრუნდება, ბონუჩიც, მაგრამ ძირითადში სათამაშო კონდიციებში არაა. ჩვენთან ერთად იქნება დე ვინტერიც. ტრიბუნიდან ფეხბურთი უფრო ნელი ჩანს. ლანდუჩი უნდა მოემზადოს, რადგან იტალიის თასზეც დისკვალიფიკაცია მაქვს. მან კარგად იმუშავა, ვიფიქრე კიდეც, რომ გუნდისთვის ხვალ მას ეხელმძღვანელა (ხუმრობს).

ყოველთვის ვინარჩუნებდი ურთიერთობას ჩემს ძველ მენეჯერებთან, გალიანისთან და მაროტასთან. არის ადამიანური მხარეც, გარდა პროფესიულისა, მათთან ემოციურად მიჯაჭვული ვარ. გალიანისთან ახლაც მაქვს ურთიერთობა, კვირაში ორჯერ ვხვდებით.

ხვალ თამაში შეიძლება 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდეს, შესაბამისად, საჭიროა შეცვლების და ენერგიის სწორი მართვა. პასების ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და უფრო მშვიდად უნდა ვთამაშობდეთ. ხანდახან ძალიან ვჩქარობთ და ამაზე უნდა ვიზრუნოთ. „ინტერი“ ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ამიტომ, კარგად და თავის კარგად დაცვა თამაში იქნება საჭირო.

„იუვეში“ ბალანსი უნდა იყოს. გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა გვყავს, რომელთაც გამოცდილებაც აქვთ. ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით, რადგან ვიცი, რომ გუნდს დაბრუნებისთვის დრო სჭირდება. ეს გამოწვევაა და დავბრუნდებით ძლიერები, როდესაც მოვახერხებთ ისეთი ბალანსის შენარჩუნებას, რომელზეც გავლენას არც დადებითი და არც უარყოფითი მოვლენები არ მოახდენს.

კულუშევსკისთან გუშინაც ვილაპარაკე. მას ესმის „იუვე“ რას ნიშნავს. როგორც ყველას, მასაც სჭირდება თვისობრივი ნახტომი მენტალურ დონეზე. მონდომება ცვლის მოთამაშის კარიერას, მნიშვნელოვანია, რომ ისიც მოწიფული მოთამაშე გახდეს, რომ კონკრეტული ხასიათის მატჩები ითამაშოს. არ ვიცი, „ინტერის“ ციკლი გაიხსნა თუ არა, ჩვენ თავზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ დავეწიოთ ჩვენზე წინ მყოფებს. შემდეგ სეზონში ვნახოთ რა იქნება.“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …