მთავარი / სიახლეები / სერია A / კიეზა: “კრიზისი დასრულებულია, “იუვეს” კარგი მომავალი აქვს”

კიეზა: “კრიზისი დასრულებულია, “იუვეს” კარგი მომავალი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა კრიზისი დაძლია და კარგი მომავალი აქვს.

„სასიამოვნოა აქ დაბრუნება. ჩემთვის უსასრულო 10 თვე იყო, აგვისტოში ჩანდა, რომ დაბრუნებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ახალი პრობლემები გაჩნდა, რამაც ჩემი დაბრუნება შეაყოვნა. ახლობელი ადამიანების დამსახურებით გამოვედი რთული პერიოდიდან.

შესვენება? მერჩივნა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვყოფილიყავი, მაგრამ ამ პაუზას გამოვიყენებ და რაც აგვისტოში ვერ მოვახერხე, ახლა შევძლებ და გუნდთან ერთად შეკრებას გავივლი. კარგი პერიოდი არ გვქონდა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ვფიქრობ, სერია A-ში სიტუაცია გამოვასწორეთ და იანვარში ვნახოთ რა მოხდება, რადგან ფანტასტიკური ბიჭების ჯგუფი გვყავს, რომლებიც გუნდის დასახმარებლად მზად არიან და მწვრთნელის განკარგულებაში არიან. ვფიქრობ, წინ კარგი მომავალი გვაქვს. ძალიან ცუდი პერიოდი დავძლიეთ და ვაჩვენეთ, რომ კრიზისი დასრულებულია. მთავარია გუნდის ერთიანობა და შეკრულობა. გვინდოდა კრიზისის დასრულება, რადგან „იუვენტუსი“ არ იმსახურებდა ისე თამაშს, როგორც ეს სეზონის დასაწყისში იყო“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 6 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …