ფედერიკო კიეზა და დუშან ვლაჰოვიჩი “იუვენტუსში” მომდევნო სეზონიდან ახალი ნომრებით ითამაშებენ. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
კიეზა, რომელიც 2020 წლიდან ტურინულ გრანდში 22-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ახალი სეზონიდან 7 ნომრით ითამაშებს, ხოლო დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც 7 ნომერი იყო, ალვარო მორატას წასვლის შემდეგ 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” ვებგვერდზე უკვე იყიდება კიეზას 7 და ვლაჰოვიჩის 9-ნომრიანი მაისურები.
Federico Chiesa 7️⃣
— JuventusFC (@juventusfc) July 1, 2022