მთავარი / სიახლეები / “იუვემ” და “ინტერმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

“იუვემ” და “ინტერმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და მილანის „ინტერმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარია ხუან კუადრადოსა და ედინ ჯეკოს ბარტერზე.

კუადრადომ აპრილში „იუვესთან“ კონტრაქტი ერთი წლით განაახლა, მაგრამ კოლუმბიელის პოზიცია კლუბში შერყეულია და მისი წასვლის შესახებაც აქამდეც იწერებოდა. ჯეკო კი, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შემდეგ „ინტერის“ გეგმებში აღარ შედის.

ორივე ფეხბურთელს ხელფასი 5 მილიონ ევროზე ცოტა მეტი აქვს და კლუბების მიზანია, რომ ბარტერის შემთხვევაში მათ უფრო დაბალი ხელფასი გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს და ბოსნიელი მასიმილიანო ალეგრისაც მოსწონს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …