ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს მეცხრე ტურში “სასუოლოს” უმასპინძლებს და მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდებს მიზნად მხოლოდ გამარჯვება დაუსახა.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ალეგრი მიმდინარე სეზონში პირველად ძირითად შემადგენლობაში ერთად გაამწესებს ფედერიკო კიეზას, პაულო დიბალას, ხუან კუადრადოსა და ალვარო მორატას. ალეგრის მათთან ერთად საშუალება ექნება გუნდის სათამაშო სქემა თამაშის სცენარიდან გამომდინარე შეცვალოს: 4-4-2, 4-2-3-1 და 4-2-4.
გარდა ამისა, სასტარტოში ელოდებიან არტურს, მიმდინარე სეზონში ასევე პირველად. ამჯერად დაისვენებს მანუელ ლოკატელი, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და სავარაუდოდ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაისვენებს.
“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
პერინი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო; არტური, ბენტანკური; კუადრადო, დიბალა, კიეზა; მორატა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “სასუოლოს” მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.