ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პაულო დიბალასთან და მის აგენტთან, ასევე დანარჩენ ფეხბურთელებთან, რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ, შეხვედრა შედგება.
„ეს არის ჩვენს გენერალურ დირექტორთან არაერთხელ განხილული თემა, უახლოეს დღეებში იქნება შეხვედრა, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებთან, რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ.
კლუბმა იანვარში დიდი ძალისხმევა გაიღო ზაკარიას და ვლაჰოვიჩის შესაძენად. სკუდეტო? მწვრთნელი ამბობს, რომ აღარ სჯერა, მაგრამ „იუვენტუსმა“ მისი მოგება ყოველთვის უნდა სცადოს“, – თქვა კერუბინიმ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას გარდა, „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ფედერიკო ბერნარდესკის, მატია დე შილიოს, მატია პერინსა და ხუან კუადრადოს ეწურებათ.