მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” რენატო სანჩესისთვის იბრძოლებს

“იუვენტუსი” რენატო სანჩესისთვის იბრძოლებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარმცველის დამატებას აპირებს.

Tuttosport-ის ცნობით, „იუვე“ ფრანგული „ლილის“ შუახაზელით, რენატო სანჩესით დაინტერესდა, რომლისთვისაც „მილანიც“ იბრძვის, მაგრამ ტურინელები მზად არიან მას კონკურენცია გაუწიონ.

24 წლის ფეხბურთელს „ლილთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომ, ფრანგები იძულებული იქნებიან დამდეგ ზაფხულს პორტუგალიელი გაყიდონ.

შეგახსენებთ, რომ რენატო სანჩესი ევრო 2016-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მას ლისაბონის „ბენფიკასა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …