ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ანტონიო კასანომ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი უნდა დატოვოს. იტალიელი ფიქრობს, რომ „იუვეს“ მინიმალური იდეაც კი არ აქვს, ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს.
„მწვრთნელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღო და წავიდეს. შეუძლებელია დი მარიამ ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რაც გააკეთა, თუნდაც ანერვიულებული იყოს. ვლაჰოვიჩმა კარისკენ დარტყმა საჯარიმოს გვერდითა ხაზიდან 7-ჯერ სცადა, იმიტომ, რომ გუნდს საერთოდ არ აქვს სათამაშო იდეა, საერთოდ! პირველ ტაიმში, სანამ დი მარიას გააძევებდნენ, „იუვეს“ მანამდეც ძალიან უჭირდა.
ალიბი ის არის, რომ მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ითამაშეს, მაგრამ „იუვეს“ ძალიან უჭირდა. არც ბევრ ტრავმებზე საუბარი ღირს, რადგან „მონცასთან“ წასაგებად ეს ალიბი არ არის. ეს ყველაფერი სიგიჟეა. ჩემი აზრით, „იუვენტუსისთვის“ საუკეთესო გამოსავალი მწვრთნელის შეცვლაა, რადგან თუ ამას არ გააკეთებენ, ყველაფერი აგონიად გადაიქცევა“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ხუთი თამაში საერთოდ არ მოუგია.