მთავარი / სიახლეები / ტარდელი: “თუ ალეგრი წავა, მაშინ ყველა უნდა წავიდეს, ვინც ის დანიშნა”

ტარდელი: “თუ ალეგრი წავა, მაშინ ყველა უნდა წავიდეს, ვინც ის დანიშნა”

ვეტერანი ფეხბურთელი მარკო ტარდელი „იუვენტუსის“ კრიზისს გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, მთავარი პრობლემა ხელმძღვანელობაშია და არა ფეხბურთელებსა და მწვრთნელში.

„არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ გუნდი ფანების წინაშე მიდის და ბოდიშს იხდის, ჩემი აზრით, მათ ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ. პრობლემები სხვა რამეშია. დაწყებული კლუბის ხელმძღვანელობით და დამთავრებული გუნდის ფიზიკური მომზადებით. ალეგრის გათავისუფლება? არა, რადგან თუ ის წავა, მაშინ ყველა უნდა წავიდეს, ვინც თავის დროზე ის აირჩია“, – თქვა ტარდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ხუთი თამაში საერთოდ არ მოუგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …