მთავარი / სიახლეები / ნედვედმა ანიელი ვერ დაარწმუნა: ალეგრი “იუვეში” რჩება

ნედვედმა ანიელი ვერ დაარწმუნა: ალეგრი “იუვეში” რჩება

ტურინის „იუვენტუსი“ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, პაველ ნედვედმა ანდრეა ანიელისთან, ფედერიკო კერუბინისა და მაურიციო არივაბენესთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე დააყენა ალეგრის გათავისუფლების საკითხი, თუმცა ჩეხს მხარი არცერთმა აუბა.

უფრო მეტიც, ანიელიმ და არივაბენემ მას უთხრეს, რომ კლუბის ბიუჯეტი ცარიელია და ახლა ალეგრის გათავისუფლება არ შეუძლიათ, რადგან მას კომპენსაციის სახით 36 მილიონი ევრო უნდა ერგოს.

უფრო მეტიც, ანიელიმ ალეგრისთან ტელეფონით ისაუბრა და დაარწმუნა, რომ მის პოსტს საფრთხე არ ემუქრება.

ამგვარად, მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ რჩება და თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, მას მუშაობისთვის დრო და შესაძლებლობა ისევ მიეცემა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …