ტურინის „იუვენტუსისთვის“ უსამართლოდ გაუქმებულ გოლს ცნობილი იტალიელი კომენტატორი ფაბიო კარესა გამოეხმაურა.
როგორც მან თქვა, ეს VAR-ის ხანაში ყველაზე აშკარა და წარმოუდგენელი შეცდომაა.
„წარმოუდგენელი კადრებია, რადგან ჩანს, რომ კანდრევამ ბონუჩი თამაშში ნახევარი მეტრით დატოვა. ჩვენთან VAR-ი იდეალური არ არის, მაგრამ აქ საუბარი გვაქვს 50 სანტიმეტრზე. ეს ნიშნავს, რომ ვიდეორეფერის ხანაში ყველაზე დაუჯერებელი შეცდომაა“, – თქვა კარესამ.
შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკის გოლი შეცდომით გაუქმდა, თუმცა, პოლონელი ფეხბურთელი გააძევეს მაისურის გახდისთვის და „მონცასთან“ მატჩს გამოტოვებს.