მთავარი / სიახლეები / კარესა: “რონალდუ თუ წავა, “იუვენტუსმა” ბევრი არ უნდა იდარდოს”

კარესა: “რონალდუ თუ წავა, “იუვენტუსმა” ბევრი არ უნდა იდარდოს”

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და ის მიიჩნევს, თუ პორტუგალიელი წავა, „იუვემ“ ბევრი არ უნდა ინერვიულოს.

„იუვენტუსმა“ ბევრი არ უნდა ინერვიულოს კრიშტიანუ თუ წავა. ამ შემთხვევაში დიბალა კონტრაქტს განაახლებს, გუნდში არიან კულუშევსკი და კიეზა, გუნდმა მაღალი დონის ფორვარდი უნდა დაიმატოს და შეტევაში ყველა პრობლემა გადაიჭრება. კრიშტიანუ ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ მასზე ხარ მთლიანად დამოკიდებული, ეს პრობლემაა“, – თქვა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსიდან“ წასვლაზე საუბარი კარგად მიმდინარეობს და ორი დღის წინ პორტუგალიელმა ეს ცნობა არც უარყო.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …