მთავარი / სიახლეები / ძამბროტა: “იუვეში” ალეგრის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია”

ძამბროტა: “იუვეში” ალეგრის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ მასიმილიანო ალეგრის „იუვეში“ დაბრუნებაზე და ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსზე ისაუბრა.

„იუვენტუსში“ ალეგრის დაბრუნება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, პირლოსთვის გარკვეული დრო უნდა მიეცათ, რადგან მას არ ჰქონდა საკმარისი დრო თავისი კოცეფციები გუნდისთვის გადაეცა. ალეგრი კარგად იცნობს გარემოს, გუნდს და ხელმძღვანელობას. ნამდვილად შეუძლია საქმე კარგად გააკეთსო. მან „იუვენტუსი“ ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სამწუხაროდ ორივე წააგო, მაგრამ ის მწვრთნელია, რომელიც „იუვეს“ ძალიან კარგად იცნობს.

იტალია? ევროპის ჩემპიონატამდე გუნდმა მნიშვნელოვანი გზა გაიარა და აქაც პირველი ტურის თამაში თურქეთთან დიდი უპირატესობით მოიგო. იტალიას შეუძლია ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე იბრძოლოს, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის მოგების შესაძლებლობა არსებობს“, – თქვა ძამბროტამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …