ტურინის „იუვენტუსის“ გაშვებული გოლის შესახებ ალესანდრო კოსტაკურტამ და ფაბიო კაპელომ ისაუბრეს.
„გოლი რაბიოს შეცდომით გავიდა. ის უყურებს პარეხოს, მაგრამ შემდეგ დაკარგა, როცა ის საჯარიმოში შედიოდა. თუმცა, იქ მცველიც უნდა ყოფილიყო, იმ წერტილში მცველი უფრო სანდოა, ვიდრე ნახევარმცველი. დე ლიხტს შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო”, – თქვა კოსტაკურტამ.
ფაბიო კაპელომ კი ფრანგი ნახევარმცველი გააკრიტიკა:
„შეხედეთ მის პოზიციას გოლის დროს. მას წინ თანაგუნდელი ჰყავს. ვის იყვანდა, მორატას? ერთადერთი კაცი, რომელიც იმ მონაკვეთში შეიძლებოდა საშიში ყოფილიყო, პარეხო იყო“, – აღნიშნა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.