მთავარი / სიახლეები / კაიო ჟორჟემ სეზონი დაასრულა, მაკკენი 8 კვირა ვერ ითამაშებს, ალექს სანდრო – 10 დღე

კაიო ჟორჟემ სეზონი დაასრულა, მაკკენი 8 კვირა ვერ ითამაშებს, ალექს სანდრო – 10 დღე

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემიაა. ჯორჯო კიელინის, პაულო დიბალას, ფედერიკო ბერნარდესკის, ფედერიკო კიეზას და დანიელე რუგანის შემდეგ გუნდს ვესტონ მაკკენი, ალექს სანდრო და კაიო ჟორჟე გამოაკლდნენ.

მაკკენის ფეხის ორმაგი მოტეხილობა დაუდასტურდა, რაც მინიმუმ 8 კვირით იძულებით უქმობას ნიშნავს. ამერიკელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო.

ალექს სანდრომ „ვილიარეალთან“ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მინიმუმ 10 დღე ვერ ითამაშებს, მერე კი კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება.

კაიო ჟორჟეს ტრავმა ყველაზე სერიოზულია. ბრაზილიელმა „იუვეს“ 23-წლამდე გუნდში „პრო პატრიასთან“ დაპირისპირებაში მარჯვენა მუხლზე პატელარის მყესი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. მიმდინარე სეზონში კაიო ვერ ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …