მთავარი / სიახლეები / “ვილიარეალი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ვილიარეალი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ვილიარეალთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – ძალიან კარგად რეაგირებს ორმაგი რიკოშეტის შემდეგ, პუნქტუალური და თამამი იყო ფეხით თამაშშიც.

დანილო 7 – დაიწყო ვლაჰოვიჩზე შესანიშნავი პასით, შემდეგად დამაჯერებლად ითამაშო და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

დე ლიხტი 5.5 – გიგანტი, მაგრამ ისიც მონაწილეობს შეცდომაში, რაც პარეხოს გოლამდე მივიდა. რაბიოს სძინავს, მაგრამ ის იქ არ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.

ალექს სანდრო 6 – მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და კარგად, თუმცა დაზიანების გამო თამაში ვერ გააგრძელა.

ბონუჩი 6 – დაცვის ცენტრში დადგა, არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ გამოცდილებით კარგად ითამაშა.

კუადრადო 6 – მარჯვენა ფლანგზე სივრცეები ვერ გამოიყენა.

მაკკენი 7 – ბურთის გარეშე ძალიან კარგად მოძრაობს. საუკეთესო იყო ვლაჰოვიჩთან ერთად. თუმცა, თამაში ტრავმით დაასრულა, რამაც „იუვეს“ ფანები შეაშინა და რომელიც სავარაუდოდ მძიმეა.

ზაკარია შ.გ – მან 10 წუთი ითამაშა.

ლოკატელი 6 – დაცვის წინ ცდილობს წესრიგის დამყარებას. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში მოუკლო.

არტური 6 – თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა „იუვეს“ უჭირდა, ცდილობდა გუნდისთვის ბურთი შეენარჩუნებინა.

რაბიო 5 – ერთი ტაიმი კარგად თამაშობს, ლო ჩელსოს გოლის გატანაში ხელი შეუშალა, მეორე ტაიმში დაბრუნდა რაბიო შეცდომებით, დაეძინა პარეხოს გოლზე და მსაჯს მადლობა უნდა უთხრას, რომ არ გააძევა ჩუკვუეზეზე საშინელი ჯარიმის გამო.

დე შილიო 5.5 – ჩუკვუეზესთან გაუჭირდა, რამდენიმე სახიფათო მომენტში ბურთი დაკარგა.

პელეგრინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

ვლაჰოვიჩი 7 – მზადაა და მაშინვე გოლი გაიტანა. ის აქ არის, ჩემპიონთა ლიგაზე. შემდეგ გუნდისგან ძალიან მოწყვეტილი იყო, მეორე ტაიმში ბურთს თითქმის ვერ შეეხო, მაგრამ, როგორც კი ეს მოახერხა, საგოლე მომენტი შექმნა და რულიმ ბრწყინვალე ბურთი აუღო.

მორატა 5.5 – პირველ ტაიმში რამდენიმე შანსი გაანიავა, რომლებიც უკეთესად უნდა გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, ბინძური სამუშაო შეასრულა და თავდადებით ითამაშა. თუმცა, ის თავდამსხმელია, რომელიც გოლს ვეღარ იტანს.

ალეგრი 6 – 30 წამის შემდეგ გოლი დაეხმარა, „იუვე“ კარგად ფლობს მოედანს 3-5-2 სქემაში. რაბიო-დე ლიხტის გაუგებრობა გუნდს ძვირად დაუჯდა და მიუხედავად ბევრი ფეხბურთელის არყოფნისა, შინ ნორმალური შედეგით დაბრუნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …