მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “იუვეს” ვლაჰოვიჩის გოლით მიღებული ენთუზიაზმი უკეთ უნდა გამოეყენებინა”

ტაკინარდი: “იუვეს” ვლაჰოვიჩის გოლით მიღებული ენთუზიაზმი უკეთ უნდა გამოეყენებინა”

„ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი (1:1) ალესიო ტაკინარდიმ შეაფასა, რომელსაც ორივე გუნდში უთამაშია. იტალიელმა აღნიშნა, რომ ესპანელებმა კარგი შთაბეჭდილება არ დატოვეს და „იუვეს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია.

„იუვემ“ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა, მათ უნდა გამოეყენებინათ ის ენთუზიაზმი, რომელიც ვლაჰოვიჩის ფანტასტიკურმა გოლმა მოიტანა, რადგან მან გიჟური გოლი გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში გუნდი შენელდა და გაუშვეს გოლი, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, „იუვეს“ დაცვამ არ უნდა გაუშვას. თუმცა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა არსებობს, რადგან „ვილიარეალმა“ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …