ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ დაბრუნებით შეცდომა დაუშვა. როგორც მან აღნიშნა, ალეგრის ურჩია კიდეც, რომ არ დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაუჯერა.
“ალეგრის ვურჩიე, რომ „იუვენტუსში“ არ დაბრუნებულიყო და ვუთხარი, რომ ყველა წარუმატებლობა მას დაბრალდებოდა. ფეხბურთელები არ იხარჯებიან ისე, როგორც საჭიროა და ეს მოედანზე ჩანს. იუვენტუსის დნმ-ში გამარჯვებაა, მაგრამ ამ მომენტში ამას ვერ ვხედავთ. უბრალოდ მწვრთნელს ვადანაშაულებთ, თუმცა, ეს სწორი არაა, სიტუაციის შეცვლა ადვილი არ არის“, – თქვა კაპელომ.