მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ხუთ დღეში დავანგრიეთ ის, რასაც თვენახევარი ვაშენებდით”

ალეგრი: “ხუთ დღეში დავანგრიეთ ის, რასაც თვენახევარი ვაშენებდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ზენიტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მისი გუნდი პატარა გუნდებთან მატჩებს ცუდი დამოკიდებულებით უდგება და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან სეზონის ბედი ასეთ თამაშებზეა დამოკიდებული.

„ხვალ სეზონის პირველი მიზანის შესრულება შეგვიძლია. მშვენიერი იქნება პლეი-ოფში გასვლა ორი ტურით ადრე. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია ჩემპიონატზე მოვახდინოთ.

დე ლიხტი და კიეზა კარგად არიან. კინი, დე შილიო და რემზი ვერ ითამაშებენ. დანარჩენები ჩემს განკარგულებაში არიან და ხვალ დილით გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. არტური და ლოკატელი? ამდენი თამაშის შემდეგ რთულია გყავდეს მდგრადი წყვილი, რომლებიც მუდმივად ითამაშებენ. ყველანი გაბრაზებულები ვართ და ვწუხვართ, რომ 5 დღეში დავანრგიეთ ის, რასაც თვენახევარი ვაშენებდით. ამან უნდა დაგვაფიქროს და მუშაობაა საჭირო. 15 გაშვებული გოლიდან 11 გავუშვით ექვს ისეთ მეტოქესთან, რომლებიც პატივისცემის მიუხედავად, მეათე-მეოცე ადგილებისთვის თამაშობენ.

3-მცველიანი სქემა? დარწმუნებული რომ ვიყო, სამკაციანზე გადასვლით გოლს არ გავუშვებთ, 7 მცველსაც დავაყენებდი. საქმე ამაში არაა, მაგრამ თამაში ფაზებში, მათ შორის დაცვა უნდა გაუმჯობესდეს. „ზენიტთან“ პირველ მატჩში დაცვაში კარგად არ გვითამაშია, ჩვენ მათ ხელსაყრელი შანსები მივეცით თამაშში, სადაც ყველაფერი მარტივი ჩანდა.

ჩუმად უნდა ვიყოთ და ვიმუშაოთ, ვინც იგებს კარგია, ვინც წააგებს – ცუდი. გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ. ფეხბურთში, როგორც ცხოვრებაში მშენებლობაა საჭირო. თვენახევრის შემდეგ მუშაობა არ იცვლება. ახლა მხოლოდ ჩუმად უნდა ვიყოთ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

მორატა? არის მომენტები, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ზოგჯერ კი გოლებს ვერ იტან. ცოტა ფიქრი და ბევრი მუშაობაა საჭირო. კიეზა არ იყო კვირას, ხვალ კი ალბათ ძირითადში იქნება. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე „იუვენტუსში“, რომ გამარჯვებას დავუბრუნდე. ეს ადვილი არაა, მე თავს „იუვეს“ მწვრთნელად ვგრძნობ. გამარჯვების დაბრუნება იოლი არაა, ამას დრო და კონსტრუქცია სჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ კლუბთან და ფეხბურთელებთან. ჩემპიონატში ყველაფერი კარგად არ მიდის, ხუთი დღის წინ მიდიოდა, მაგრამ ხუთ დღეში ყველაფერი დავანგრიეთ. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. პირველი მიზანი ხვალ ჯგუფიდან გასვლაა, შემდეგ „ფიორენტინასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ.

„ზენიტი“ კარგი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ბევრ გოლს იტანენ. ჩემპიონთა ლიგაზე რთულია, ყველა ჯგუფში რამდენიმე გუნდს აქვს შანსი, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს და საკმაოდ დაბალანსებული ჯგუფებია. ხვალ ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. გვინდა გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. მე ჭკვიანი გუნდი მყავს, რომელმაც იცის, რომ ასეთ რთულ დროს ხმის აწევა საჭირო არაა. ცუდი პერიოდი გვაქვს, ამას არავინ ელოდა. უნდა მოვახდინოთ რეაგირება, კარგად ვითამაშოთ, მოვიგოთ მეტი ორთაბრძოლები, საჰაერო დუელები, რათა თამაში ჩვენს სასარგებლოდ წარიმართოს. „ვერონამ“ ჩვენს წინააღმდეგ 25 ფოლი მიიღო, ჩვენ 8, ყველა ჩვენგანმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება დიდ მატჩებსა და ე.წ ჩვეულებრივ მატჩებს შორის. სერია A-ს ბედს ჩვეულებრივი მატჩები წყვეტენ, ჩვენ კი არასწორად ვუდგებით საკითხს. ეს ძალიან მარტივია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ზენიტის“ მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება და ტურინული გრანდი ფრის შემთხვევაშიც ჯგუფიდან გავა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …