მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იუვენტუსის” მდგომარეობა შემაშფოთებელია”

დელ პიერო: “იუვენტუსის” მდგომარეობა შემაშფოთებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მდგომარეობის შესახებ ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის სიტუაცია შემაშფოთებელია და სხვადასხვა ასპექტში დაბნეულობა იგრძნობა.

„იუვეს“ რამდენიმე რამ აკლია. წელს კიდევ ერთი ცვლილება მოხდა, სამი წლის განმავლობაში მესა. ეს ცვლილებები არამარტო გუნდს, არამედ ზოგადად „იუვენტუსის“ გარემოს ოდნავ ამძიმებს. „იუვეში“ ყოველთვის უნდა გაიმარჯვო, შესაბამისად, როცა ასეთ პერიოდს გადიხარ, რთულია. როდესაც ალეგრი გაათავისუფლეს, მან თქვა, ორმ გუნდის შემადგენლობა უნდა განახლებულიყო. საინტერესოა იმის გაგება, რატომ იყო ხელმძღვანელობა ორიენტირებული ჯერ სარიზე და შემდეგ პირლოზე, რომლებიც შემდეგ გაათავისუფლეს. შემდეგ იყოანიელის ძლიერი არჩევანი, რომელმაც ალეგრი დააბრუნდა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, აჩვენა ხასიათი, კონცენტრაცია და ამას ისევ ბნელი პერიოდი მოჰყვა. შემაშფოთებელი სიტუაციაა. ყოველშემთხვევაში გუნდმა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს, ადრე „იუვემ“ წარმოუდგენელი ქამბქები შემოგვთავაზა, მაგრამ დღეს ამაზე ფიქრი რთულია.

რონალდუმ „იუვე“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს დატოვა გუნდი, მას სეზონში 30-35 გოლი გაჰქონდა. ის გუნდზე მოქმედებზე, ყველამ ვიცით, ფეხბურთელებმაც. უცებ სხვა რეალობაში ხარ. როცა გყავს ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში წყვეტს მატჩის ბედს, გარემო ამის გარშემო ადაპტირდება. „იუვემ“ რთულად დაიწყო, შემდეგ გამოასწორა შედეგები და ახლა ისევ პრობლემები გამოჩნდა. ეს დეფექტები უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

ჩვენ გვახსოვს სამი წლის წინანდელი ალეგრი და სამი წლის წინანდელი „იუვენტუსი“. მაშინ ხშირი იყო მატჩები, როცა „იუვეს“ 3:0 მოსაგებად 25 წუთი ჰყოფნიდა. ახლა მან გუნდი ორი ცუდი სეზონის შემდეგ ჩაიბარა. სარიმ სკუდეტო მოიგო, მაგრამ „იუვენტუსის“ გარემო დასაწყისიდან ბოლომდე ეჭვებს განიცდიდა. „იუვენტუსი“ სამი წლის წინ ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და ეს ყველამ იცოდა, ეს აძლევდა საშუალებას უფრო თავისუფლად ეთამაშა. გასულ წელს სკუდეტო „ინტერმა“ მოიგო და დაარღვი ჰეგემონია მესიჯით: შეგიძლია „იუვე“ დაამარცხა. როდესაც ვსაუბრობთ ჩემპიონებზე, არსებობს ფსიქოლოგიური ასპექტიც, რომელიც განსხვავებას ქმნის.

ვფიქრობ, „იუვემ“ ბოლო 10 წელიწადში საოცარი შედეგები აჩვენა და უკვე განიცადა თაობათა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მახსოვს ნახევარდაცვა პირლოსთან, პოგბასთან, ვიდალთან და მარკიზიოსთან ერთად, იმ დროს საუკეთესო იყო. ორი წლის წინ ალეგრის გაშვებით გუნდმა კურსი შეიცვალა. ახლა კი გუნდს არ ჰყავს დიდი თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 30 გოლს იტანდა. ჩემი აზრით, „იუვენტუსში“ სხვადასხვა ასპექტში დაბნეულობაა“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …