მთავარი / სიახლეები / ადანი: “ფეხბურთი ამ ორ წელში შეიცვალა და ალეგრი არა, მას დახმარება სჭირდება”

ადანი: “ფეხბურთი ამ ორ წელში შეიცვალა და ალეგრი არა, მას დახმარება სჭირდება”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Rai Sport-ის ეთერში მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, ორწლიანი პაუზის დროს ალეგრის საფეხბურთო მხედველობა არ შეცვლილა, ფეხბურთი კი ამასობაში შეიცვალა და წინ წავიდა.

„ალეგრის დახმარება სჭირდება, თანადგომა. სეზონში, რომელშიც სწორად არაფერი მიდის, დახმარება უნდა მიიღო. ფეხბურთის ეს სტილი მთლიანად უნდა შეიცვალოს და განახლდეს. ერთადერთი მიზანი მეოთხე ადგილზე გასვლა უნდა იყოს, თუმცა, უკვე ესეც ურთულესი იქნება. „იუვენტუსმა“ ბაზაზე ჩაკეტვა უნდა გამოიყენოს მოედანზე ბევრი მუშაობისთვის, გუნდი ახლა ერთად, ერთიანი უნდა იყოს. ალეგრის ხელმძღვანელობისგან ნდობის ძლიერი და ხანგრძლივი მანდატი აქვს. ალეგრის თავის საფეხბურთო აზრებში ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს, ამ დროს კი ფეხბურთი წინ მიდის და შეიცვალა“, – თქვა ადანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …