მთავარი / სიახლეები / “იუვე” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

“იუვე” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსს“ ისევ უკავშირებენ. ესპანური Todofichajes.com-ის ინფორმაციით, „ბიანკონერი“ და „სევილია“ ყველაზე მეტად აქტიურობენ.

„იუვე“ მზადაა 20 წლის ქართველ ფეხბურთელში „რუბინს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს და ბრძოლაში „სევილია“ დაამარცხოს.

იტალიური Tuttojuve ამ ინფორმაციას ადასტურებს და წერს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა: “იუვეში” ბოლო წლები ჩემთვის ადვილი არ იყო”

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ „რომაში“ გადასვლა მისთვის კარგი იყო, რადგან „იუვენტუსში“ ბოლო წლებში ბევრი სირთულე …

მორატა: “ალეგრიმ “ბარსელონაში” არ გამიშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ …