მთავარი / სიახლეები / ალეგრი “იუვეში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

ალეგრი “იუვეში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება კიდევ უფრო რეალური გახდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ანდრეა ანიელის და ჯონ ელკანს მაქსთან მუშაობის განახლება სურთ და მწვრთნელიც წინააღმდეგი არაა.

ალეგრის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ფედერიკო კერუბინისთან, რომელიც ტურინელთა სპორტული დირექტორის პოსტზე ფაბიო პარატიჩის შეცვლის, რაც მისი დაბრუნების შანსს კიდევ უფრო ამყარებს.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა. ტურინელთათვის, ანდრეა პირლო ამ ეტაპზე მხოლოდ B გეგმაა და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება პრიორიტეტული არაა.

მასიმილიანო ალეგრის „ინტერსა“ და „რეალსაც“ უკავშირებენ, ამიტომაც ტურინელებს რისკზე წასვლა არ სურთ და უნდათ, რომ სწრაფად იმოქმედონ, რათა ტოსკანელი სპეციალისტი 2 წლის შემდეგ ისევ დაიბრუნონ. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსში“ 2014-2019 წლებში 11 ტიტული მოიგო, მას მერე კი არსად უმუშავია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …