მთავარი / სიახლეები / ბუფონს სამი კლუბი იწვევს

ბუფონს სამი კლუბი იწვევს

ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა არ დაასრულოს და მას წინადადებები არ აკლია. პორტუგალიური A Bola კი ახალ ცნობას ავრცელებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ჯიჯის დამატება ლისაბონის „ბენფიკას“ სურს და მას ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს. თუმცა, ლისაბონელების გარდა, იტალიელ მეკარეს სხვა კლუბებიც იწვევენ.

ამ ეტაპზე სახელდება ესპანური „სევილია“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსი“. ბუფონმა გუშინ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ გადაწყვეტილებას მომავალთან დაკავშირებით უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ რიგებში 2001-2021 წლებში 685 თამაში ჩაატარა და 30 ივნისს ის თავისუფალი აგენტი გახდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …