ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ მძიმე ბრძოლაში ხუან კუადრადოს ერთადერთი გოლით დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
პერინი 6.5 – შჩესნიმ ვერ ითამაშა და ის მზად აღმოჩნდა.
დანილო 5.5 – პირველი ტაიმის ბოლოს ძალიან რისკავდა.
რუგანი 6.5 – კიელინი გახურებისას დაშავდა, მან შეცვალა და თავდაპირველი დაბნეულობა მალევე გადალახა, შემდეგ კი კარგად ითამაშა.
დე ლიხტი 7 – სუპერდასაწყისი ჰქონდა, მაგრამ ერთხელ შეცდომა დაუშვა, რაც შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა.
ალექს სანდრო 5 – მის მხარეს მეტოქეები ძალიან ადვილად თავისუფლდებოდნენ.
პელეგრინი 5.5 – დიდი შანსი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა.
მაკკენი 7 – „იუვეში“ საუკეთესო, პირველ ტაიმში ერთადერთი იყო, რომელიც „ვიოლას“ პასუხობდა.
ლოკატელი 6.5 – უფრო და უფრო მეტად ხდება ნახევარდაცვის ლიდერი. ფუნდამენტური სამუშაო შეასრულა.
რაბიო 5.5 – კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ჩვეულ დაბნეულობებსა და უზუსტობებში გადავარდა.
კუადრადო 7 – მატჩის ბედი მან გადაწყვიტა.
კიეზა 7 – ბოლოს ის აქტიურობდა. მილენკოვიჩი მან გააძევებინა, ბურთი ხარიხას მოარტყა და ორჯერ ტერაჩანომ აჯობა. მხოლოდ გოლი დააკლდა. როცა ის ბრწყინავს, „იუვე“ იცვლება.
დიბალა 5 – გარდატეხა არ არის, საუკეთესო მატჩის შემდეგ ისევ უფერული იყო და ხშირად არაფრის გამო ძირს ეცემოდა.
ბენტანკური შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
მორატა 5 – კარს ვერასდროს ხედავს, ყველაზე მეტად თამაშგარეში ხვდება და ასეთი თამაში არ შეიძლება მხოლოდ უიღბლობა იყოს.
კაიო ჟორჟე შ.გ – მან ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.
ალეგრი 6 – „იუვეს“ ეძინა და კარგად ხანს მხოლოდ გოლის არგაშვებაზე ფიქრობდა. ვინც იგებს, ყოველთვის მართალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის მიზეზი მხოლოდ შედეგია.