ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლო“ ანხელ დი მარიას გოლით და დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 7 – პირველ ტაიმში უბრალოდ ფუნდამენტური იყო, რადგან გუნდს რთულ მომენტებში სიმშვიდე მიანიჭა. სასწაულები არ ჩაუდენია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.
დანილო 6.5 – კარგი თამაში, ყოველთვის სწორ ადგილასაა.
ბონუჩი 6 – ჯერ კიდევ ეძებს საუკეთესო კონდიციებს, მაგრამ გამოცდილებით ნაკლოვანობებს ფარავს.
ბრემერი 6.5 – როცა „სასუოლო“ წნეხს ზრდიდა, ის ყოველთვის ლიდერობდა დაცვას.
ალექს სანდრო 6.5 – ბერარდიმ პრობლემები ვერ შეუქმნა, საგოლე პასი გააკეთა და პირველივე წუთზე ლამის პენალტი მოიპოვა, რომელიც მსაჯმა არ დანიშნა და შეცდა.
დე შილიო 6 – სეზონის კარგი დებიუტი.
ზაკარია 6 – ბინძური სამუშაო შეასრულა, პირველი გოლის შემდეგ მანაც მოუმატა.
ლოკატელი 6 – თავიდან დაბნეულო იყო, შემდეგ „იუვე“ გაიხსნა და ისიც გაიხსნა.
როველა შ.გ – მას დებიუტი ჰქონდა და ბოლო 15 წუთი ითამაშა.
კუადრადო 6.5 – მარცხნივ უკეთესია, ვიდრე მარჯვნივ.
კოსტიჩი 6 – გენერალური რეპეტიცია, მოედანზე ძნელად შესამჩნევი იყო.
დი მარია 8 – გოლი, საგოლე პასი, დებიუტი, რომელიც ინდივიდუალურ დონეზე უკეთესი ვერ იქნებოდა. მან უნდა შექმნას განსხვავება, 34 წლის ასაკში პირველადაა სიტუაციაში, სადაც მთავარი ვარსკვლავი უნდა იყოს და არა თანავარსკვლავედი. ცუდი ისაა, რომ საზარდულის ტრავმით მოედანი დატოვა.
მირეტი 6 – შანსი მიიღო იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა ახალგაზრდებთან კონკურენცია შეუძლია.
მაკკენი 6 – ელვისებური გამოჯანმრთელება. ის დაეხმარა „იუვეს“ ბალანსის პოვნაში.
სულე შ.გ – ახალგაზრდა არგენტინელმა ბოლო 15 წუთი ითამაშა.
ვლაჰოვიჩი 7.5 – ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ პენალტი გამოიმუშავა და აღარ გაჩერებულა. მეორე ტაიმში დუბლიც შეასრულა. 90 წუთის შემდეგ ბომბარდირთა დავაში უკვე გალიდერდა.
ალეგრი 7 – „იუვემ“ ცუდად დაიწყო, ზაფხულის ტესტ-მატჩებთან შედარებით ცვლილება არ იგრძნობოდა. ქულინგ ბრეიქის დროს ალეგრიმ ფეხბურთელებს რჩევები მისცა, გუნდი 4-3-3 სქემაზე გადაეწყო და „ბიანკონერიმ“ მექანიზმი შეცვალა. 3:0 და გარკვეული სირთულით დაწყება, სიძლიერის კარგი ნიშანია.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეორე ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.