მთავარი / სიახლეები / ტრანსფერის მინიშნება? პარედესმა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩს უყურა

ტრანსფერის მინიშნება? პარედესმა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩს უყურა

ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-ს ნახევარმცველ ლეანდრო პარედესს აქტიურად უკავშირებენ და იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელთან პირადი შეთანხმება მიღწეულია.

ახლა კი სოციალურ ქსელში საინტერესო მინიშნება გავრცელდა – არგენტინელმა „იუვესა“ და „სასუოლოს“ შეხვედრას უყურა. პარედესმა ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა და ანხელ დი მარიას გოლი მიულოცა.

დი მარია და პარედესი მეგობრები არიან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლეანდრომ თამაშს უყურა, ალბათ, ტრანსფერზე მართლაც მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ ლეანდრო პარედესი იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობს, რადგან სერია A-ში „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …