მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეექვსე ტურში შინ „სალერნიტანას“ დაუზავდა (2:2). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

პერინი 6 – გოლები მისი პასუხისმგებლობა არ ყოფილა.

კუადრადო 4.5 – ჯერ „სალერნიტანას“ კონტრშეტევის უფლება მისცა, მერე კი პირველ გოლში ძალიან სუსტად ითამაშა.

ბონუჩი 5.5 – მას თამაში სჭირდება, ამიტომ მოედანზე და ყველაზე ცუდი არ იყო. ანგარიში გაათანაბრა გაცუდებული პენალტის შემდეგ, მერე კი მსაჯის მისი პოზიციის გამო დარწმუნდა თამაშგარეში და გამარჯვების გოლი გაუქმდა.

ბრემერი 5.5 – მოვა დრო, როცა დასვენების საშუალება ექნება, ახლა ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში თამაშობს. დასაწყისშივე წარმოუდგენელი შეცდომის შემდეგ რისკავს პენალტის აკიდებას, რომელიც ტაიმის ბოლოს ხელით თამაშის გამო მაინც აიკიდა.

დე შილიო 5.5 – დაბრუნდა ძირითადში მარცხნივ, მაგრამ არაფერი უჩვენებია.

ალექს სანდრო 6 – ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს და პენალტი მოიპოვა.

მაკკენი 4.5 – მოიგო კონკურენცია ფაჯოლისთან, მაგრამ თამაშში ვერასდროს ჩაერთო და დრო მეტოქეების დევნაში დახარჯა.

სულე შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

პარედესი 5.5 – ახალი მოსულია გუნდში, მაგრამ უკვე შეუცვლელია, თუმცა, ძალიან მარტოსულად გამოიყურება.

მირეტი 6 – ის კარგი მოთამაშეა და სულ ძირითადში ხვდება. პირველი სახიფათო მომენტი მას ჰქონდა, შემდეგ დაიკარგა, როგორც მთელი „იუვე“.

ფაჯოლი 6 – თამაშში ჩაერთო და რაღაცა სხვებზე მეტი აჩვენა, ალბათ.

კოსტიჩი 6 – მარცხენა ფლანგის სპეციალისტი, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ჩააწოდა კარგად და გოლიც გავიდა.

დანილო შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

კინი 4 – კიდევ ერთი და ალბათ ბოლო შანსი. ესეც ფუჭად განიავებული. ის მხოლოდ ყვითელი ბარათით გამოირჩა, რომლის მიღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდა.

მილიკი 5.5 – გოლი გაიტანა, მაგრამ მხოლოდ წითელი ბარათი შერჩა.

ვლაჰოვიჩი 5.5 – მისი დროა, რომ გუნდის ლიდერი გახდეს, მაგრამ ვერ შეძლო. ბევრი დუელი წააგო და თამაშგარეშიც ადვილად რჩებოდა.

ალეგრი 4.5 – ეს რა „იუვეა“? კითხვა, რომელზეც პასუხი არ არსებობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …