მთავარი / სიახლეები / ბონუჩი თამაშგარეში არ იყო! მსაჯების წარმოუდგენელი შეცდომა ტურინში

ბონუჩი თამაშგარეში არ იყო! მსაჯების წარმოუდგენელი შეცდომა ტურინში

ტურინის „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი სკანდალურად დასრულდა. არკადიუშ მილიკის გოლი ლეონარდო ბონუჩიზე დაფიქსირებული თამაშგარის გამო გაუქმდა, თან მილიკი, ხუან კუადრადო და მასიმილიანო ალეგრი გააძევეს.

როგორც გაირკვა, მსაჯი, გვერდითი მსაჯი და VAR-ი შეცდა. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ანტონიო კანდრევა კართან ბონუჩიზე ახლოსაა და შესაბამისად, თამაშგარე არაა, თუმცა, ეს ყველას გამოეპარა და გოლი გააუქმეს.

რა თქმა უნდა, შედეგი არ შეიცვლება, მაგრამ ფაქტი უტყუარია – მსაჯების საოცარი შეცდომით „იუვემ“ არა მარტო 2 ქულა, არამედ 2 ფეხბურთელი, მწვრთნელი და რაც მთავარია, წარმოუდგენელი მუხტი დაკარგა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …