მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “პორტუ”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “პორტუ”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ „პორტუ“ ფედერიკო კიეზას დუბლით და ადრიენ რაბიოს გოლით 3:2 დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მაინც გამოეთიშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – აიღო ყველაფერი, რისი აღებაც შეეძლო. პენალტიზე არასწორი მიმართულება აირჩია, ჯარიმის დროს კი ცოცხალმა კედელმა დააღალატა, რომელიც ტურნირიდან გამოთიშვად დაუჯდათ.

კუადრადო 6.5 – მას პრობლემა ჰქონდა და არ იყო საუკეთესო კონდიციაში, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა. კიეზას იდეალური პასი გაუკეთა, ბოლო წუთზე კი ბურთი ხარიხას გაარტყა. თუმცა, დაცვაში პრობლემები შეექმნა.

ბონუჩი 6 – 0:0-ზე მან გუნდი გოლს გადაარჩინა, შემდეგ ცუდი იყო, როგორც მთელი გუნდი მეორე ტაიმამდე. პირველი გოლის საგოლე შეტევა მან დაიწყო.

დე ლიხტი 6 – თამაშში ჩაერთო, როდესაც „პორტუ“ ხიფათს ვეღარ ქმნიდა.

დემირალი 4 – თითქოს კიელინის უნდა ეთამაშა, მაგრამ თურქმა ითამაშა. მან მეტოქეს პენალტი აჩუქა, იმ საღამოს, როდესაც შეცდომის დაშვება არ შეიძლებოდა.

ალექს სანდრო 5.5 – მის ზონაში დიდი თავისუფალი სივრცეები იყო, მეორე ტაიმში მოუმატა და პირველ დამატებით დროში მარეგას დაასწრო, რომელიც კარიდან ორ მეტრში იმყოფებოდა.

რემზი 5 – საინტერესოა, მოედანზე ვინმემ თუ შეამჩნია.

მაკკენი 5.5 – ის კარგად არ არის და ეს ჩანს.

რაბიო 6.5 – ის ნახევარდაცვაში გამორჩეული იყო, გოლიც გაიტანა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.

არტური 6.5 – გამიზნულად ამ მატჩისთვის დაბრუნდა, მაგრამ „პორტუმ“ მის გარშემო გალია ააშენა. მიუხედავად ამისა, არტური შეტევის დაწყებას ყოველთვის ცდილობდა. მას ბურთი პრაქტიკულად არ დაუკარგავს.

კულუშევსკი შ.გ – თამაშში კარგად ვერ ჩაერთო.

კიეზა 8 – კიდევ ერთხელ იბრძვის, ისე, როგორც ძალიან ცოტა. პირველი გოლი ნამდვილი ჩემპიონის გოლი იყო, მეორე უბრალოდ იმიტომ გაიტანა, რომ ჩემპიონია. მესამე გოლის გატანაში ხელი პეპემ შეუშალა.

ბერნარდესკი შ.გ – მან კიეზა სრულფასოვნად ნამდვილად ვერ შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე პასი გააკეთა.

მორატა 4.5 – პირველ ტაიმში ორი წარმოუდგენელი შანსი ჰქონდა და გუნდი დააღალატა.

რონალდუ 4 – ერთი ყველას წინააღმდეგ? არა, ამჯერად ის გაქრა, მხოლოდ კიეზას დაეხმარა საგოლე პასით. ეს ძალიან, ძალიან ცოტაა. წინა ორი გამოთიშვა ჩემპიონთა ლიგიდან მისი ბრალი არ იყო, მაგრამ ამჯერად დამნაშავე ისიც არის, ალბათ ყველაზე მეტად, მან თანაგუნდელები დააღალატა, თუნდაც, ცოცხალ კედელში…

პირლო 4 – ტრავმები, მეტოქეების კატენაჩოები, მსაჯების შეცდომებიც კი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ამ სეზონში თვითკრიტიკის დრო დადგა, რადგან „იუვემ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის და ამის ნაცვლად პირველ ტაიმში ვნახეთ ძალიან მოდუნებული გუნდი, ისეთი ჩვეულებრივი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „პორტუა“. შემდე გუნდი ხელში კიეზამ აიყვანა, ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობაც და კვალიფიკაციას დამატებით დროშიც ვერ მოახერხეს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …