მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “თამაში გვიან დავიწყეთ”

დე ლიხტი: “თამაში გვიან დავიწყეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „პორტუსთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, თამაში გვიან დაიწყეს.

„ძალიან სამწუხაროა ასე გავარდნა. ძნელია ამას შეეგუო, რადგან ერთი საათი რიცხობრივ უპირატესობაში ვთამაშობდით. თამაში ცუდად დავიწყეთ, ისინი კარგად თამაშობდნენ და პენალტი გაიტანეს. ამის შემდეგ თამაში დავიწყეთ, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ორი გოლი გავიტანეთ და სამწუხაროდ, მესამე გოლის გატანა ვერ შევძელით.

ეს მარცხი ბევრ რამეს ცვლის, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვინდა და მარტში გავარდნა ძალიან ადრეა“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …