მთავარი / სიახლეები / კაპელო: “რონალდუს ცოცხალ კედელში ბურთის შეეშინდა”

კაპელო: “რონალდუს ცოცხალ კედელში ბურთის შეეშინდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსი“ – „პორტუს“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მან კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა.

„პირველი თამაშის პირველი გოლი საჩუქარი იყო, მეორეს დროს დიდი უყურადღებობა, ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება. ამ შეხვედრაში პენალტი კიდევ ერთი საჩუქარი იყო. დემირალმა ძალიან გულუბრყვილოდ ითამაშა, არ შეიძლებოდა დასწრებაზე ეთამაშა, ძალიან მძიმე შეცდომა იყო. კრიშტიანუ რონალდუ ახტა და ცოცხალი კედელი დაიშალა. ვინ კედელში დგას ბურთის არ უნდა ეშინოდეს. ეს მიუტევებელი შეცდომაა, რომელსაც საბაბი არ აქვს“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …