ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე „ნანტს“ ვერ მოუგო – 1:1. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს:
შჩესნი 6 – საქმეში მისი ჩარევა ერთხელ გახდა საჭირო და ვერაფერს იზამდა.
დანილო 6 – ყოველთვის იქაა, სადაც უნდა იყოს.
ბრემერი 5.5 – დომინირებდა ერთ ტაიმზე მეტხანს, მაგრამ შემდეგ გაშვებულ გოლში მისი პასუხისმგებლობაცაა.
ალექს სანდრო 6 – უშეცდომოდ ითამაშა, მაგრამ სარგებელიც ვერ მოიტანა.
დე შილიო 6 – უმატებს და იძენს თავდაჯერებულობას.
კუადრადო 6 – დაბრუნება, რაც გუნდს სჭირდება.
ფაჯოლი 5 – პირველ ტაიმში საუკეთესოთა შორისაა, თუმცა სწორედ მისმა პასმა გამოიწვია „ნანტის“ სასიკვდილო კონტრშეტევა.
კოსტიჩი 6 – თამაში ვერ შეცვალა.
პარედესი 5 – ის ნელია, ძალიან ნელი. გაშვებული გოლის მომენტში მისი უსარგებლო ვარდნა არის მისი სეზონის ზუსტი აღმწერი.
ლოკატელი 6 – პარედესზე უკეთესი და ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო.
რაბიო 6 – ის იბრუნებს ბრწყინვალეს და ეს იოლად შესამჩნევია.
კიეზა 7 – მარცხენა გარემარბი იყო მთელ ფლანგზე და გუნდისთვის თავდადება მოუწია. ვლაჰოვიჩს საგოლე პასი გაუკეთა. შემდეგ კი ბურთი ხარიხას და ძელს გაარტყა.
დი მარია 6.5 – კიდევ ერთი შესანიშნავი მოქმედება, რომელიც გოლად იქცა. მორიგი მოქმედება, რომელიც ცხადყოფს, რომ „იუვეში“ შვებულებისთვის არ არის. „ნანტის“ საგოლე კონტრშეტევამდე საჯარიმოში დრო დაკარგა. შემდეგ კუთხურიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.
სულე 6 – ძალიან იოლად პროგნოზირებადი, მაგრამ ცდილობს.
ვლაჰოვიჩი 6.5 – კარგი პასი მიიღო და გოლი გაიტანა. კიდევ ერთი კარგი პასის შემდეგ კიეზა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. დანარჩენ ეპიზოდებში ბევრი შეცდომაც ჰქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში რჩება თავდამსხმელად, რომელმაც სერია A-ში, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე „იუვეს“ მაისურით პირველივე მატჩში გოლი გაიტანა.
კინი შ.გ – მან რამდენიმე წუთი ითამაშა.
ალეგრი 6 – სხვა შემთხვევებთან შედარებით ახლა ყველაზე მეტად არ გაუმართლა. ის თამაშობს მოსაგებად და ამ გზამ გუნდს შეიძლება 7 დღეში მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანოს.