მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “დავიღალე სისულეების მოსმენით, სერიოზულ რამეზე ილაპარაკეთ!”

ალეგრი: “დავიღალე სისულეების მოსმენით, სერიოზულ რამეზე ილაპარაკეთ!”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ის Sky Sport-ის შეკითხვებზე ძალიან გაბრაზდა. უფრო კონკრეტულად კი 1:0-სკენ მიდრეკილებაზე, რაზეც მასიმილიანომ ძალიან გაბრაზებულმა უპასუხა:

„პენალტის ეპიზოდი ახლა ვნახე და ლაპარაკს აზრი არ აქვს. 1:1 ანგარიში ჩვენ თვითონ გავხადეთ, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. 1:0-ის შემდეგ ნელა ვმოძრაობდით. შეგვეძლო 2:0 გაგვეხადა ანგარიში, შანსები 1:1-ის შემდეგაც გვქონდა. წუწუნის დრო არ არის, საფრანგეთში უნდა წავიდეთ და მომდევნო ეტაპზე გავდეთ, მაგრამ მანამდე „სპეციასთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც მნიშვნელოვანია.

გაშვებული გოლი? დი მარიას დარტყმა შეეძლო, მერე კი არ შეიძლება კარიდან 80 მეტრში ჯარიმა არ აიღო. მაგრამ ასეც ხდება, ნელი ვიყავით და დავისაჯეთ. კიეზას პრობლემა შეექმნა და შეცვლა მთხოვა, მაგრამ შემდეგ თამაშის გაგრძელება მოახერხა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. გოლის დროს ბრემერიც დაეცა, მაგრამ მეტოქეც უნდა შევაქოთ ასეთი კონტრშეტევისთვის.

1:0-ზე ვითამაშეთ? არ გამაბრაზოთ! დავიღალე სისულელეების მოსმენით, ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ნახეთ ჩემი გუნდების სტატისტიკა! ყოველთვის საუკეთესო თავდაცვა შეტევაა, შეხედეთ ციფრებს, ამას ვერ გაექცევით. ჩემს გუნდებს ყოველთვის სეზონში 70-დან 80-მდე გოლი გააქვთ. ვერ მეტყვით, რომ ჩემი გუნდები მხოლოდ 1:0-ზე თამაშობენ. თქვენ არაფერზე ლაპარაკობთ, მე ციფრებზე. სერიოზულ რამეებზე ისაუბრეთ!

დელ პიერომ სწორად თქვა, რომ ბურთს ნელა ვამოძრავებდით, მაგრამ მე რაღაცებს სხვანაირად ვუყურებ, თქვენ აბსტრაქტულ რაღაცებს ხედავთ. გუნდი მომეწონა, კარისკენ 100-ჯერ დავარტყით, თქვენ კი ამბობთ, რომ 1:0-ზე ვთამაშობთ”, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნანტს“ სტუმრად ერთ კვირაში დაუპირისპირდება, მანამდე კი „სპეციას“ ასევე გასვლაზე შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …