ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ალბათობით ანტონიო რიუდიგერის ტრანსფერზე უარს იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება, ის ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს, გარდა ამისა, მისი აგენტებისთვის საკომისიოს სახით 20 მილიონი ევროა გადასახდელი.
ამიტომაც, იტალიური მედია იტყობინება, რომ „იუვე“ დაცვაში აქცენტს „მონაკოს“ 21 წლის მცველის, ბენუა ბადიაშილეს ტრანსფერზე გააკეთებს. ჯერჯერობით სხვა, მათ შორის, ფინანსური დეტალები უცნობია.
ბადიაშილე „მონაკოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან მონეგასკთა ღირსება 110-ჯერ დაიცვა და 3 გოლის გატანა მოახერხა.