მთავარი / სიახლეები / Sportmediaset: ალეგრი შესაძლოა კონტემ შეცვალოს

Sportmediaset: ალეგრი შესაძლოა კონტემ შეცვალოს

„იუვენტუსში“ რევოლუციურ ცვლილებებზე იტალიური მედია წერს. უკვე გაცნობეთ, რომ Sportmediaset-ის ინფორმაციით, კლუბში ალესანდრო დელ პიეროს დაბრუნება იგეგმება, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტზეც კი.

გარდა ამისა, იგივე წყარო იტყობინება, რომ ჯონ ელკანი პრეზიდენტის გარდა, ვიცე-პრეზიდენტისა და მწვრთნელიც შეცვლაზე ფიქრობს.

დელ პიეროს დაბრუნებასთან ერთად შესაძლოა გუნდში ანტონიო კონტე დაბრუნდეს და მასიმილიანო ალეგრი შეცვალოს. კონტეს ანდრეა ანიელისთან ცუდი ურთიერთობა აქვს, მაგრამ თუ მას კლუბიდან გაუშვებენ, „იუვეში“ დაბრუნებას ანტონიო მოახერხეს და უფრო მეტიც, ის მზადაა „ტოტენჰემში“ ძალიან მაღალ ხელფასზე უარი თქვას.

თავის მხრივ, ალეგრის „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ, საიდანაც სეზონის ბოლოს მაურისიო პოჩეტინოს დათხოვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აქვე ვთქვათ, რომ ალეგრის „იუვესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …