მთავარი / სიახლეები / არივაბენე: “დელ პიერო “იუვენტუსის” ხატია, არც მეტი და არც ნაკლები”

არივაბენე: “დელ პიერო “იუვენტუსის” ხატია, არც მეტი და არც ნაკლები”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ ალესანდრო დელ პიეროს გუნდში დაბრუნება არ იგეგმება, ის უბრალოდ მატჩს სტუმრის სტატუსით დაესწრო.

„ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვიყურებით, დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქრებთ.

დელ პიერო? ის და მისი აკადემიის ბიჭები ჩვენი სტუმრები იყვნენ და მივიჩნიეთ, რომ სწორი და სამართლიანი იქნებოდა გულშემატკივრებს მისალმებოდა. ის „იუვენტუსის“ ხატია, არც მეტი და არც ნაკლები“, – თქვა არივაბენემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …