ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა სერჯიო ბრიომ და ალესიო ტაკინარდიმ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკეს. ორივემ თქვა, რომ პორტუგალიელი „იუვეს“ უპატივცემულოდ მოექცა და გუნდიდან ასე არ უნდა გაქცეულიყო.
„იუვე“ მეტ პატივისცემას იმსახურებს. არ ველოდი, რომ კრიშტიანუ კლუბს ასე უგულებელყოფდა, ეს მისი მხრიდან სასიამოვნო ჟესტი არ იყო. მე ყოველთვის კარგად ვსაუბრობ ჩემს ყოფილ გუნდებზე – „პისტოიეზე“, „იუვეზე“ და „ლეჩეზე“, რომელშიც ვთამაშობდი, რადგან ისინი მენდობოდნენ. საბედნიეროდ, რონალდუ რჩება დიდ ფეხბურთელად, მაგრამ დამშვიდობება შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად და სხვა სიტყვებით“, – თქვა სერჯიო ბრიომ.
„მას შეეძლო სხვანაირად წასულიყო, არა კერძო თვითმფრინავით იმ დროს, როცა ალეგრი „ემპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციას მართავდა. ველოდი, რომ ის პრესკონფერენციას გამართავდა და გულშემატკივრებს დაემშდვიდობებოდა. „იუვენტინოები“ განსხვავებულ დამშვიდობებას იმსახურებდნენ. მართალია, ფეხბურთში აღარ არიან დელ პიეროს, ტოტის, ძანეტის და მალდინის მსგავსი ადამიანები, კრიშტიანუს მხრიდან იმის თქმა, რომ წავიდა კლუბში, სადაც თავს სახლში გრძნობს, არ იყო ლამაზი. მან გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა და კლუბს შემცვლელის ყიდვის შანსი არ დაუტოვა, თანაც რონალდუსნაირი გოლების მანქანის შეცვლა ისედაც შეუძლებელია“, – აღნიშნა ტაკინარდიმ.