მთავარი / სიახლეები / ალეგრი ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს

ალეგრი ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ტაქტიკა შეიცვალოს. როგორც იტალიური მედია წერს, მასიმილიანო ალეგრი სათამაშო სქემის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

ალეგრი პრობლემას ხედავს, რომ გუნდი ბევრ გოლს უშვებს და ამ პრობლემის გადაჭრის 3-მცველიან სქემაზე გადასვლით ხედავს. „ნაპოლისთან“ დიდი შანსია, რომ „იუვემ“ 3-5-2 ან 3-4-2-1 სისტემით ითამაშოს.

დაცვის ცენტრში მატიას დე ლიხტი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი გაირჯებიან, კიელინი მთლიანად მარცხენა ფლანგს გააკონტროლებს, ხოლო ფორვარდის (ალვარო მორატა) უკან მოისე კინი და პაულო დიბალა ან დეიან კულუშევსკი ითამაშებენ.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ მონახაზია. ალეგრის სანაკრებო პაუზიდან ფეხბურთელთა უმეტესობა 8 სექტემბრისთვის დაუბრუნდება და მერე უფრო მეტად მიეცემა შესაძლებლობა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ განვლილი ორ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს 11 სექტემბერს, სტუმრად „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …