მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” “მარსელიდან” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

“იუვე” “მარსელიდან” მილიკის გამოსყიდვას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ტურინული კლუბის ხელმძღვანელები პოლონელი ფორვარდის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან და ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

მილიკი „იუვეს“ გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რაც იტალიურ გრანდს მხოლოდ 800 000 ევრო დაუჯდა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, რასაც შესაძლოა 2 მილიონი ევრო ბონუსად დაემატოს.

არეკ მილიკმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, …

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია …