მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” დანილოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

“იუვენტუსი” დანილოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ დანილოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ამის შესახებ რომეო აგრესტი იტყობინება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ორივე მხარეს სურს, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმონ. დანილოს ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში იწურება და საუბარია მისი ორი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე განახლებაზე.

ბრაზილიელი მცველი მასიმილიანო ალეგრისთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია და ბოლო დროს ის გუნდის ვიცე-კაპიტნადაც დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ დანილო „იუვენტუსში“ 2019 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა და მას შემდეგ 130 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …