ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში მე-13 ტურში ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – მისთვის საბედნიეროდ, „ნერაძური“ ბურთს სამიზნეში იშვიათად არტყამდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გადამწყვეტი იყო მეორე ტაიმის დასაწყისში ჩალჰანოღლუს წინააღმდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა 75-ე წუთზე ლაუტაროს ფეხით აუღო.
დანილო 7 – „იუვეს“ დაცვაში კიდევ ერთხელ იყო საუკეთესო.
ბრემერი 7 – ტრავმა მოირჩინა გოლთანაც ახლოს იყო. მეორე ტაიმში გაიბრწყინა.
ალექს სანდრო 6 – დაცვაში ყველაზე დიდი საფრთხე მისი ზონიდან იქმნებოდა. ნელა მოძრაობდა, მაგრამ „იუვეს“ გამარჯვებაში მისი დამსახურებაცაა.
კუადრადო 6 – ძველი კუადრადო აღარ არის, მაგრამ გუნდს ყოველთვის ეხმარება.
ფაჯოლი 7.5 – პიროვნებით თამაშობს, სუფთად, კიდევ ერთხელ. გოლიც გაიტანა, რომელმაც თამაში დახურა.
ლოკატელი 6.5 – ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოუმატა და ნახევარდაცვაში ყოველ დუელს იგებდა.
რაბიო 7.5 – ის ყოველთვის ასწორებს სხვების შეცდომებს, ის არის კაცი, რომელიც ყველგან არის და გაიტანა გოლი, რომელმაც თამაში მაშინ შეცვალა, როცა „ინტერი“ უპირატესობას ფლობდა.
კოსტიჩი 7.5 – „იუვეს“ თამაში მაშინ დაიწყო, როცა ის ბარელას გაექცა და რაბიოს საგოლე პასი გაუკეთა. მერე ფაჯოლის გოლშიც ასისტმენი იყო, მეორე ტაიმში დამანგრეველი იყო.
მირეტი 6 – ამ პოზიციაზე კიდევ ერთხელ ვერ თამაშობს მაღალ დონეზე, კარგავს ბურთებს და ვერც მის მოპოვებას ახერხებს. მეორე ტაიმში მოუმატა და თავდაჯერებაც იგრძნო.
დი მარია შ.გ – ის დაბრუნდა და მეორე გოლში მასაც დიდი წვლილი აქვს.
მილიკი 5.5 – „ნერაძურის“ ცენტრალურ მცველებში დაიჩრდილა.
კიეზა 6 – ტიფოზები მას მოუთმენლად ელოდებიან.
ალეგრი 7 – „იუვეს“ პირველ ტაიმში გაუჭირდა და რამდენჯერმე შეიძლებოდა გოლი გაეშვა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. პირველი გამარჯვება ალეგრის დაბრუნების შემდეგ დიდ მატჩში.