მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ინტერთან” არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია”

ალეგრი: “ინტერთან” არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია.

„მნიშვნელოვანი მატჩია, მნიშვნელოვანია, რადგან „დერბი დ’იტალიაა, „იუვე“ – „ინტერი“, შესაბამისად, ძალიან მგრძნობიარე თამაშია და მასში მონაწილეობის მიღება მშვენიერია. ბრემერი და დი მარია დაგვიბრუნდნენ, ვლაჰოვიჩზე ეჭვი ჯერ კიდევ მაქვს. დილით გადავწყვეტ შეძლებს თუ არა თამაშს, რადგან კარგად არ არის, რამდენიმე ვარჯიში გაუცდა, საზარდულის პრობლემა აქვს. თუ ხელმისაწვდომი იქნება, სათადარიგო სკამიდან დაიწყებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერიდებით ისეთი მოთამაშეების დატვირთვას, რომლებსაც თამაში არ შეუძლიათ. დი მარიას და ბრემერის შემთხვევაში კი ის მაქვს გადასაწყვეტი, ძირითადში იქნებიან თუ სკამზე.

ბრემერი თუ ბონუჩი? არჩევანს გავაკეთებ, შემდეგ კი ვნახოთ როგორ წარიმართება თამაში და რომელიმე თუ იქნება საჭირო. შეცვლები მნიშვნელოვანია. ბონუჩი და დი მარია ძირითადში? არ ვიცი, დილით შევაფასებ და გადაწყვეტ. თამაშის მიმდინარეობისას ყველა საჭიროა. ლოკატელი და ფაჯოლი? როგორც ვთქვი, ჯერ შემადგენლობა არ გადამიწყვეტია. მათ პსჟ-სთან კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს განსხვავებული თამაში იქნება.

კიეზა? სასიამოვნო სიურპრიზია, ის მენტალურად უნდა განთავისუფლებულიყო, ახლა სათამაშო დრო ნელ-ნელა უნდა გავუზარდოთ, თუმცა, ის ხელმისაწვდომია და ნამდვილად ითამაშეს. კოსტიჩი და კიეზა ერთად მოედანზე? მათი სათამაშო პოზიციები სრულიად განსხვავებულია. ფედერიკო უფრო შემტევია, რომელსაც ფლანგზე მოძრაობაც შეუძლია. მათ მოედანზე თანაარსებობა შეუძლიათ, ყველაფერი კონკრეტულ თამაშზეა დამოკიდებული.

ფაჯოლი და მირეტი? ისინი კარგად არიან, თუმცა ბალანსის შენარჩუნება საჭიროა. ეს არის გზის, ზრდის პროცესი, საბედნიეროდ გუნდში უფრო გამოცდილი მოთამაშეები მყავს, რომლებიც ხელს უწყობენ მათ და მეც. ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია ბონუჩის, დანილოს, კუადრადოს, ალექს სანდროს, დი მარიას გუნდში ყოფნა, ისინი მათ მაგალითს აძლევენ.

„ინტერი“ ფიზიკურად ძლიერია, ძალიან გამოცდილი გუნდი, კარგად უნდა ვითამაშოთ, თამამად. ორივე გუნდისგან კარგ მატჩს ველოდები. დოვერისთვის ეს სერია A-ში მეორასე მატჩია და წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა, რომ იდეალურად იმსაჯებს.

ახლა ჩვენ უფრო ყურადღებიანი და მშვიდნი ვართ თამაშისას. „იუვე“ ნაბიჯებს დგამს კონკურენტუნარიანობისკენ. გვყავს ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ ხარისხი, კარგი მატჩები ითამაშეს და ფეხბურთელები, რომლებსაც შემიძლია დავეყრდნო.

„იუვე“ – „ინტერი“ გადამწყვეტია? არა, არც გარდამტეხი თამაშია, სეზონი გრძელია, მაგრამ გვაქვს შანსი, რომ დადებითი სერია გავაგრძელოთ. არცერთისთვის არ იქნება გადამწყვეტი თამაში, რადგან ზეგ უკვე სხვა მატჩები გველოდება და ჩვენ მივდევთ „ნაპოლის“, რომელიც ექსტრაორდინალურ სეზონს ატარებს.

ყველა პირდაპირ კონკურენტთან წავაგეთ? ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შევცვალოთ. წელს უნდა ვცადოთ მოგება, თუმცა ადვილი არ იქნება. „ინტერი“ ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდია. „ინტერის“ გადასწრება შეგვიძლია? მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ სეზონი გრძელია, ბევრი ქულა უნდა გათამაშდეს. შარშან ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული და და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის ეს ტენდენცია შევცვალოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …