ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 35-ე ტურში „ვენეცია“ ლეონარდო ბონუჩის დუბლით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – ნორმალური თამაში, კარგად მოიგერია ახლო ძელთა არამუს ჯარიმა, გოლის დროს არაფერი შეეძლო.
დანილო 6.5 – დაბრუნდა დაცვის ფლანგზე, მან შეასრულა საშინაო დავალება, ბონუჩის საგოლე პასი გაუკეთა.
ბონუჩი 7.5 – ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, შემდეგ გამოცდილებით ითამაშა, ბოლოს გამარჯვების გოლი გაიტანა. შემტევებს საშინელი თამაში ჰქონდათ, მაგრამ ბონუჩი იყო გადამწყვეტი.
დე ლიხტი 6.5 – დომინანტი, ბონუჩის საგოლე პასი მან გაუკეთა.
პელეგრინი 6 – ბურთი ხარიხას გაარტყა, როცა ის უტევს გუნდს ერთით მეტი ფეხბურთელი ჰყავს, როცა მას უტევენ, ერთით ნაკლები.
ალექს სანდრო 5 – კატასტროფაა.
ბერნარდესკი 5.5 – დასაწყისში პენალტს ითხოვდა, შეიძლება ცოტა განერვიულებული იყო.
დიბალა 5.5 – სტადიონი ოვაციებით მიესალმა, შემდეგ მოედანზე სეირნობდა პოზიციის ბრძოლაში, რომელიც ვერ იპოვა.
ზაკარია 6 – იცავს მირეტის, ძალიან მარტივი ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ როგორც მინიმუმ დარბოდა.
მირეტი 7 – თავიდანვე დე ლიხტთან ერთად ბურთი მოიპოვა, შეიძინა თავდაჯერებულობა. სტანდარტულებს კარგად ასრულებდა, საგოლე მომენტიც ჰქონდა. კარგი, ძალიან კარგი. ზოგჯერ, ალბათ, უბრალოდ საჭიროა ათამაშო.
არტური შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
რაბიო 6.5 – რაბიო კარგ ფორმაშია და ეს ჩანს.
ვლაჰოვიჩი 5.5 – იბრძვის, მაგრამ ვერ იმარჯვებს, არასდროს ყოფილა სახიფათო.
კიელინი შ.გ – მან ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.
მორატა 5.5 – ცუდად ითამაშა, ვერაფერი გააკეთა.
კინი 6 – ზოგჯერ ციმციმებდა. იშვიათი მოთამაშეა, რომელიც ცვლილების შემდეგ სათამაშო დონეს არ აგდებს.
ალეგრი 6 – დააჯილდოვა მირეტიმ, გადაარჩინა ბონუჩიმ. 3 ქულა არის, მაგრამ ისევ ძველი „იუვე“, რომელიც როგორც ჩანს, ძალიან შორს არის იმისგან, რაც უნდა იყოს.