მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “პოზიტივია ის ფაქტი, რომ ერთი ქულა გვაკლია მეოთხე ადგილის გასაფორმებლად”

ალეგრი: “პოზიტივია ის ფაქტი, რომ ერთი ქულა გვაკლია მეოთხე ადგილის გასაფორმებლად”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვენეციასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პოზიტივია ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე ერთი ქულა აშორებთ, ხოლო „ნაპოლის“ ასევე ერთი ქულით ჩამორჩებიან.

„კარგი დამოკიდებულებით დავიწყეთ, რამდენჯერმე დავარტყით, შემდეგ უკან დავიხიეთ და სათამაშო უპირატესობა დავთმეთ. მეორე ტაიმში, გავუშვით, მაგრამ შემდეგ ვიყოჩაღეთ და ცოტა გაგვიმართლა მეორე გოლში. კარგ „ვენეციას“ ვეთამაშეთ, შეგვეძლო უკეთ თამაში, მაგრამ სამი თვეა ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ. ზეწოლა დიდია და ოთხეულში მოხვედრა მნიშვნელოვანია.

მირეტი? მან კარგად ითამაშა, იცის ფეხბურთის თამაში, ბურთს წინ აწვდის თანაგუნდელებს, აქვს მომატების პოტენციალი და კმაყოფილი ვარ. ეს არის სტატისტიკა: ძნელია, რომ ბიჭი, რომელიც ახალგაზრდულ სექტორში იზრდება და რვა წლის შემდეგ მთავარ გუნდში ვერ ხვდება. არ ვიცი, სხვა ახალგაზრდებს მიეცემათ თუ არა ამდენი დრო, მაგრამ ჩვენთან უყვართ, რომ ახალგაზრდებს ერთ დღეს ფენომენებად რიცხავენ და მეორე დღეს აკრიტიკებენ. ბალანსი საჭიროა, ზოგს დრო სჭირდება.

უნდა გავიზარდოთ. გარკვეულ სიტუაციებში მეტი პასი გვჭირდება. რონალდუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე წავიდა, იანვარში ვლაჰოვიჩი მოვიდა და ბევრი ფეხბურთელი დავკარგეთ ტრავმის გამო. „ვილიარეალთან“ რომ გავსულიყავით, შესაძლოა, უფრო მეტი ენერგია დაგვეკარგა. პოზიტივი უნდა დავინახოთ: მეოთხე ადგილისთვის ერთი ქულა გვაკლია და „ნაპოლი“ ერთი ქულით გვისწრებს.

ვლაჰოვიჩი? ზოგჯერ ის მეტისმეტად იხარჯება, სამაგიეროდ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ყველა ბურთზე ერთნაირად ვერ ითამაშებ. ის გამოცდილებას იძენს და ბალანსი უნდა შეინარჩუნოს. „იუვეში“ თამაში „ფიორენტინაში“ თამაშისგან განსხვავდება. თუმცა, ზეწოლას კარგად იტანს.

სკუდეტოს ვინ მოიგებს? არ ვიცი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ „მილანი“ ჩემი ყოფილი გუნდია, არამედ „ინტერიც“ იქაა. კარგი ბრძოლაა, მაგრამ არაფერს ვიტყვი. ფავორიტი მყავს, კონვერტში მიწერია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მაისს, სტუმრად „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …