ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და რამდენიმე დღის წინ მის აგენტ ხორხე ანტუნსაც შეხვდა.
იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მეორე რაუნდის შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც 11 აგვისტოს შედგება და ეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ, რისი სურვილიც ორივე მხარეს აქვს.
„იუვე“ დიბალას კონტრაქტის 2025 წლამდე განახლებას, 2026 წლამდე განახლების ვარიანტით და სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობს.
ტურინელთა სურვილია, რომ საბოლოო შეთანხმებას მეორე მხარესთან სეზონის დაწყებამდე მიაღწიონ.