მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ბოლონია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 3:0 დაამარცხა და 31 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – ის დაბრუნდა ძირითადში იმ საღამოს, როცა პერინი გასული თვის MVP-ის ტიტულით დააჯილდოვეს, რომელიც „იუვეს“ ტიფოზებისგან მიიღო. პოლონელს ბევრი საქმე არ ჰქონდა.

დანილო 6 – ის ყოველთვის ეხმარება გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდომა დაუშვა.

ბრემერი 6.5 – კლდესავით იდგა, არნაუტოვიჩს ცუდი საღამო ჰქონდა.

ბონუჩი 6.5 – მაღალ პრესინგს თამაშობდა და ბურთით შეტევებსაც სწრაფად იწყებდა,

ალექს სანდრო 6.5 – ორსოლინი გააკონტროლა და კოსტიჩსაც ეხმარებოდა.

მაკკენი 6.5 – ბევრი სირბილი, ხან ფლანგზე, ხან ცენტრში, ბევრი დაბნეულობა, მაგრამ არასოდეს ნებდება და ვლაჰოვიჩს საგოლე პასი გაუკეთა.

კუადრადო შ.გ – მან ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და მესამე საგოლე შეტევაში მონაწილეობდა.

ლოკატელი 6.5 – ბრუნდება რეჯისტას პოზიციაზე. მისი არყოფნა „იუვეს“ ეტყობოდა.

მირეტი შ.გ – ამჯერად ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.

რაბიო 6.5 – ლოკატელის მსგავსად, გუნდს მისი დაბრუნებაც დაეტყო. უნაკლო არ არის, მაგრამ ფუნდამენტურია.

დე შილიო შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

კოსტიჩი 7 – პირველი გოლი „იუვენტუსში“ ვლაჰოვიჩის პასით. კარგად ითამაშა და მცირე შეცდომები დაუშვა.

პარედესი შ.გ – არგენტინელი თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ.

მილიკი 7.5 – სუპერგოლი, მაგრამ ამას გარდა, ფუნდამენტურია გუნდის შეტევაში ხარისხის მისაცემად, ის ბევრად უფრო სუფთად თამაშობს, ვიდრე ვლაჰოვიჩი.

კინი შ.გ – მან მილიკი დაასვენა.

ვლაჰოვიჩი 7.5 – საგოლე პასი კოსტიჩს და ბევრი ბინძური სამუშაო, შემდეგ გოლი ღია თამაშიდან, რომელიც 15 აგვისტოს შემდეგ არ გაეტანა (სტანდარტების გარეშე). დადებითი საღამო ყველა თვალსაზრისით.

ალეგრი 7 – ამჯერად არაფერი შეშლია, ყველა ფეხბურთელი თავის პოზიციაზე დააყენა. აქედან ახალი „იუვე“ უნდა დაიწყოს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …