ტურინის „იუვენტუსმა“ დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა და ხვალ გუნდი ლოს ანჯელესში გაფრინდება, ამერიკულ ტურნეში.
გაირკვა, რომ ტურნეში გუნდთან ერთად არ იქნება ადრიენ რაბიო, თუმცა ამის მიზეზი არც მოსალოდნელი ტრანსფერი და არც სამწვრთნელო შტაბის უკმაყოფილება. რაბიო გუნდს პირადი მიზეზებით გამოაკლდა.
„იუვენტუსი“ ამერიკულ ტურნეში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მექსიკურ „გვადალახარასთან“ (23 ივლისი), „ბარსელონასთან“ (27 ივლისი) და „რეალთან“ (31 ივლისი), ხოლო 7 აგვისტოს ტესტ-მატჩს თელ ავივში მადრიდის „ატლეტიკოსთანაც“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს.